logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

28 აგვ 202410:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/ixabupw0ip98yv6.jpg

უკრაინელმა სამხედრო ძალებმა, დონეცკში, კერძოდ კრამატორსკის მიმართულებით, რუსული რეაქტიული თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 28-ე ცალკეული ბრიგადის დანაყოფებმა თვითმფრინავს საზენიტო სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.

ვრცელდება სუ-25-ის ჩამოვარდნის კადრები.

სუ-25 არის საბჭოთა დიზაინის თვითმფრინავი, რომელსაც NATO, Frogfoot-ს უწოდებს. იგი სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავია, რომელსაც რუსეთი მანამდეც იყენებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინამ 28 აგვისტოს სრულმასშტაბიანი ომში 368 რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.

რუსეთმა ანალოგიური თვითმფრინავი, 23 ივლისს დონეცკში, პოკროვსკისთან ჩამოაგდეს. 


close დახურვა